გაიმარტივე ზაფხულის მოგზაურობა - სპეციალური შეთავაზება ლიბერთის Visa Infinite ბარათის მფლობელებისთვის უკვე ძალაშია

2023 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, თქვენთვის, როგორც ლიბერთის Visa Infinite ბარათის მფლობელთათვის, ხელმისაწვდომია განსაკუთრებული შეთავაზებები, რაც ზაფხულის მოგზაურობას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის:
Fast Track საერთაშორისო აეროპორტებში
შეთავაზების ფარგლებში, საერთაშორისო აეროპორტებში Fast Track სერვისით სარგებლობა ხელმისაწვდომია ულიმიტოდ, ლიბერთის Visa Infinite ბარათის მფლობელისა და ერთი თანმხლები პირისთვის. ამ მომსახურებით, სხვადასხვა აეროპორტებში ბარათის მფლობელები ისარგებლებენ უპირატესობებით საავიაციო უსაფრთხოებისა და საპასპორტო კონტროლის გავლისას.
სერვისით სარგებლობა შესაძლებელი იქნება შემდეგ აეროპორტებში:
- სტამბოლი (IST), სტამბოლი საბიჰა (SAW), თურქეთი;
- ლარნაკა (LCA), კვიპროსის რესპუბლიკა ;
- მილანი-მალპენსა (MXP) და მილანი-ბერგამო (BGY), იტალია;
- რომი-ფიუმიჩინო (FCO) და რომი-ჩამპინო (CIA), იტალია;
- ბარსელონა (BCN), ესპანეთი;
- გრან-კანარია (LPA), პალმა დე მალიორკა (PMI), ალიკანტე (ALC), ვალენსია (VLC), მალაგა (AGP), ესპანეთი;
- ვილნიუსი (VNO), ლიტვა;
- ნიცა (NCE), საფრანგეთი;
- ვენა (VIE) ავსტრია;
- ვროცლავი (WRO), პოლონეთი;
- ბრიუსელი (BRU), ბელგია;
- რიგა (RIX), ლატვია.
სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა გახსნათ Visa Concierge, შეხვიდეთ Visa Travel მენიუში და აირჩიოთ Fast Track International. აირჩიეთ აეროპორტი, შეიყვანეთ საჭირო ინფორმაცია და სარგებლობისთვის მიიღეთ QR კოდი.
უფასო წვდომა Lounge Key ბიზნეს ლაუნჯებზე
დამატებით აქტიურია Lounge Key ბიზნეს ლაუნჯებზე უფასო წვდომის შეთავაზებაც, რომლის ფარგლებშიც ლიბერთის Visa Infinite ბარათის მფლობელები 1 თანხმლებ პირთან ერთად მიიღებენ წვდომას 1200 ლაუნჯზე წელიწადში 6-ჯერ.
Lounge Key-ით სარგებლობისთვის საკმარისია ლიბერთის Visa Infinite ბარათის გამოყენება.
ლაუნჯების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩამოტვირთეთ მობილური აპლიკაცია LoungeKey
IOS-ის მომხმარებლებისთვის: https://apps.apple.com/us/app/loungekey/id808810002
Android-ის მომხმარებლებისთვის: https://play.google.com/store/apps/details?id=com.loungekey.android&fbclid=IwAR1n9i2tECABKaqlW7cs-Ug3SaM9JVrZ77oGSChlnyM_-ctw0WZbjfgJupg&pli=1
„მოხარული ვართ, რომ გვეძლევა საშუალება ამ ზაფხულს Visa-სთან ერთად კიდევ ერთი ექსკლუზიური შესაძლებლობა შევქმნათ ჩვენი მომხმარებლებისთვის. ჩვენ ვაფასებთ ჩვენი მომხმარებლების დროის რესურსს, რომლებსაც ყოველდღიურად ვემსახურებით ნებისმიერი საბანკო სერვისით და გვჯერა, რომ ამ ზაფხულს დაგეგმილი მოგზაურობის ფარგლებში, Fast Track სერვისზე და Lounge Key-ზე წვდომა კიდევ უფრო მეტ კომფორტს შეუქმნის მათ. ჩვენს პარტნიორ Visa-სთან ერთად ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მუშაობას განსაკუთრებული შეთავაზებების შექმნაზე“ - მანანა აკობია, ლიბერთის პერსონალური საბანკო მომსახურების დეპარტამენტის უფროსი.