ლიბერთის სამომხმარებლო სესხის ვადა 4 წლამდე იზრდება
2023 წლის 1 ნოემბრიდან ლიბერთი მომხმარებლებს არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებს - 4 წლამდე ვადით შესთავაზებს.
ახალი პირობებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება როგორც ახალი სესხის აღებისას, ასევე სხვა ბანკიდან გადმოტანის და რეფინანსირების შემთხვევაში.
აღსანიშნავია, რომ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის ხელმისაწვდომი ლიმიტი გაიზარდა 80 000 ლარამდე.
სასურველი თანხის მიღებას მომხმარებლები კონკურენტული საპროცენტო განაკვეთით შეძლებენ: ნომინალური 9,9% - დან, ეფექტური 15,8% -დან.
სამომხმარებლო სესხის მისაღებად, ბანკში შემოსავლების დადასტურების მარტივი პროცესი ხელმისაწვდომია როგორც არსებული, ასევე ახალი მომხმარებლებისთვის. სახელფასო კლიენტები კი სასურველი თანხის დამტკიცებას ან არსებულ სესხზე თანხის დამატებას ინტერნეტ და მობაილ ბანკიდან, სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ.