21.02.2024

დაფარე კომუნალური გადასახადები უცხოური ბარათით Pay.ge- ზე!

დაფარე კომუნალური გადასახადები უცხოური ბარათით Pay.ge- ზე!

"ლიბერთი" ბანკს მომხმარებლებისთვის სასიამოვნო სიახლე აქვს: ამიერიდან, კომუნალური, ინტერნეტის და კომუნიკაციის  გადასახადების დაფარვა შესაძლებელი იქნება უცხო ქვეყნის ბარათებით, მომენტარული გადახდების ონლაინ პლატფორმაზე Pay.ge! სერვისით სარგებლობა ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი ბანკის მომხმარებელისთვის, პლატფორმაზე რეგისტრაციის გარეშე.

"ლიბერთი" ყოველთვის ფიქრობს მომხმარებლების საჭიროებებზე და ცდილობს დანერგოს ისეთი სიახლეები, რომლებიც მათ ცხოვრებას გაამარტივებს. უკვე დიდი ხანია არსებობდა ისეთი სერვისის საჭიროება, რომელიც დაეხმარებოდა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს საქართველოში მყოფ, თავისთვის მნიშვნელოვან ადამიანებზე ზრუნვაში, მათი კომუნალური გადასახადების დაფარვით. ჩვენი გუნდის დახმარებით, ამის შესაძლებლობა უკვე არსებობს პლატფორმაზე Pay.ge. მოხარულები ვართ და ვეცდებით კიდევ უფრო მეტი სასარგებლო სერვისი შევთავაზოთ საქართველოს მოსახლეობას და "ლიბერთის" მომხმარებლებს" - დავით მესხიძე, ლიბერთის ციფრული პლატფორმებისა და არხების განვითრების ხელმძღვანელი


ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

ყველა სიახლე

გმადლობთ!

თქვენი მოთხოვნა გაიგზავნა, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით

დახურვა

შეავსეთ მონაცემები

გახდი კლიენტი